workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ფეხბურთელები სანაკრებო ასპარეზზე – მორატამ ესპანეთი გადაარჩინა

“ბარსელონას” ფეხბურთელები სანაკრებო ასპარეზზე – მორატამ ესპანეთი გადაარჩინა

ჟერარ პიკემ, ჟორდი ალბამ და ანდრეს ინიესტამ კოლუმბიასთან მატჩში ესპანეთის ეროვნული ნაკრების ღირსება დაიცვეს. ხულენ ლოპეტეგისა და ხოსე პეკერმანის კოლექტივთა დაპირისპირება ფრედ, 2:2 დასრულდა.

“ბლაუგრანას” კაპიტანმა და განაპირა მცველმა მოედანზე 46 წუთი დაჰყეს. ცოტა ხნის შემდეგ სათადარიგოთა სკამზე მათ ჟერარ პიკეც შეუერთდა (56).

გოლები: დავიდ სილვა 1:0 (22′), ედვინ კარდონა 1:1 (40′), რადამელ ფალკაო 1:2 (55′), ალვარო მორატა (87′).

[media=https://www.youtube.com/watch?v=aepUOTqB-Vs]

იტალიის წინააღმდეგ თავისი მატჩი გამართა ურუგვაის ნაკრებმაც, მაგრამ აღნიშნულ შეხვედრაში “ბარსელონას” ცენტრალურმა ფორვარდმა, ლუის სუარესმა მონაწილეობა ვერ მიიღო, ეს კი დაფიქსირებულ შედეგზე აისახა. ჯამპიერო ვენტურას შეგირდებმა სამხრეთ ამერიკელი სტუმრები დაჩაგრეს.

[media=https://www.youtube.com/watch?v=638RIU-q53g]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward