მასკერანო იუბილარია!

მასკერანო იუბილარია!

დღეს, “ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების მცველს, ხავიერ ალეხანდრო მასკერანოს 33 წელი შეუსრულდა.

ხავიერის პროფესიონალური კარიერა “რივერ პლეიტში” დაიწყო, რასაც ეტაპობრივად რამდენიმე გუნდი მოჰყვა: “კორინთიანსი”, “ვესტ ჰემი”, “ლივერპული” და “ბარსელონა”. აღსანიშნავია, რომ კატალონიურ კლუბში გადასვლამდე, მასკერანო საყრდენ ნახევარმცველად გვევლინებოდა, მაგრამ “ბლაუგრანაში” მან ცენტრალური მცველის ამპლუა მოირგო და შესანიშნავი სამუშაო გასწია.

2016/17 წლების სეზონში, გამოცდილმა არგენტინელმა “ბარსელონას” მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. “ბლაუგრანასთან” ერთად მასკერანომ ჩემპიონთა ლიგა (2), პრიმერა დივიზიონი (4), ესპანეთის სამფო თასი (4), ესპანეთის სუპერ თასი (2), UEFA-ს სუპერ თასი (2) და საკლუბო მუნდიალი (2) მოიგო.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • KoCheQsa
    08 ივნ 2017, 15:33

    მეც იუბილარი ვარ

  • 10 leo
    08 ივნ 2017, 11:43

    ყველაზე ძაან ის მაკვირვებს რო ამ კაცს ასაკი არ ეტყობა ისევ ისე თამაშობს როგორც ყოველთვის.არც უკლებს არც უმატებს.ერთერთი ყველაზე სტაბილური ფეხბურთელია.ასე მგონია 40 წლამდე თავისუფლად შეუძლია თამაში.

  • Johan Cruyff 14
    08 ივნ 2017, 11:32

    ერთ ერთი საუკეთესო

  • lado-barca
    08 ივნ 2017, 03:12

    გილოცავ მგელო მასკე!