“არსენალის” განაპირა მცველი, ექტორ ბელერინი დიდი ალბათობით ზაფხულში კლუბს არ დატოვებს.
ლონდონელთა ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ესპანელი ფეხბურთელის შენარჩუნებას შეძლებს, იტყობინება Sky Sports.
ახლო წარსულში, ესპანურმა პრესამ დაწერა, რომ ბელერინი “ბლაუგრანას” შეუთანხმდა და ამ კვირაში “მეთოფეთა” მწვრთნელს, არსენ ვენგერს კატალონიურ კლუბში ტრანსფერის საკთხის განსახილველად შეხვდება. როგორც ჩანს, ინგლისში ამ ინფორმაციას უარყოფენ.


