ესპანეთის ჩემპიონატის 2016/17 წლების სეზონის გათამაშებაში მონაწილეობას 3 კატალონიური გუნდი მიიღებს, რაც ბოლო 11 წელიწადში პირველად, სულ კი 21-ედ მოხდება.
პრიმერა დივიზიონში უკვე თამაშობდნენ “ბარსელონა” და “ესპანიოლი”. წელს, მათ “ჟირონაც” დაემატა, რომელიც უმაღლესი დივიზიონის დებიუტანტია.
უკანასკნელად, პრიმერაში 3 კატალონიური გუნდი 2006/07 წლების სეზონში იყო, როდესაც, “ბარსელონასა” და “ესპანიოლის” გარდა, “ჟიმნასტიკი” თამაშობდა.
2017/18 წლების სეზონი 21-ე იქნება, როდესაც კატალონიას, პრიმერაში, 3 წარმომადგენელი ეყოლება. წინა 20 შემთხვევაში, ორ გუნდს ყოველთვის “ბარსელონა” და “ესპანიოლი” წარმოადგენდნენ, მესამე კი, მონაცვლეობით, “ევროპა”, “საბადელი”, “ჟიმნასტიკი”, “ლეიდა” და “კონდალი” იყვნენ. 1946-1948 წლებში კი, ზედიზედ ორ სეზონში, კატალონიელები პრიმერაშ 4 გუნდით იყვნენ წარმოდგენილნი. “ბარსელონასა” და “ესპანიოლის” გარდა, იმ წლებში, უმაღლესში “საბადელი” და “ჟიმნასტიკი” თამაშობდნენ.
კაია!
დებიუტანტი გუნდია და სად უნდა გაეტანა
kaegia
და მესის არ აქვს ხომ განატანი ამ გუნდზე?