“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველის, მარკო ვერატისთვის ბრძოლაში “ბარსელონას” “რეალი” სერიოზულ კონკურენციას გაუწევს. ახლო წარსულში, ფეხბურთელის წარმომადგენლებსა და კატალონიელებს შორის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესი შედგა.
Don Balon-ის ინფორმაციით, “რეალის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი მზადაა პსჟ-ს დაუკავშირდეს და “ბლაუგრანა” იტალიელი ნახევარმცველისთვის ბრძოლაში დაამარცხოს.
წყარო იტყობინება, რომ მარკოს გაფორმება ორივე ესპანურ გრანდს გაუჭირდება, რადგან პარიზელები წამყვანი მოთამაშის გაშვებას არ გეგმავენ. თავად ვერატიმ საფრანგეთში დარჩენის სურვილი არაერთხელ გამოთქვა.



