მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლივერპულის” ლეგენდა: “კოუტინიო გუნდს არ დატოვებს”

“ლივერპულის” ლეგენდა: “კოუტინიო გუნდს არ დატოვებს”

“ლივერპულის” ლეგენდა, იან რაში დარწმუნებულია, რომ ფილიპე კოუტინიო ზაფხულში მერისისაიდულ გუნდს არ დატოვებს.

“კოუტინიო ნებისმიერ გუნდში მაღალ დონეზე იასპარეზებს. ფილიპეს ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა სურს, რადგან მას გამარჯვებულის მენტალიტეტი და დიდი ამბიციები აქვს.

“ლივერპული” ბრაზილიელს ამ ტურნირზე თავის წარმოჩენის შანსს მისცემს. დარწმუნებული ვარ, რომ კოუტინიო დარჩება მიუხედავად, მედიის მიერ გავრცელებული ჭორებისა. 

გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილიპემ “ლივერპული” არ უნდა დატოვოს.“-ციტირებს რაში სიტყვებს As.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში