AS იტყობინება, რომ “ბარსელონას” 33 წლის მცველი, ჟერემი მატიე “გალათასარაიში” გადასვლასთან ახლოსაა. მოცემულ მომენტში, ტრანსფერის ფასი არ სახელდება.
მატიე “ბლაუგრანაში” 2014 წლის შემდეგ ასპარეზობს. მისი მიმდინარე ხელშეკრულება კატალონიურ კლუბთან მომდევნო წლის ზაფხულში იწურება.
მიმდინარე სეზონში ფრანგმა მცველმა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მაისურით 16 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.



