“ბარსელონას” ხელმძღვანელობამ არდა თურანის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო, რომელზეც გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე იმედს არ ამყარებს.
AS-ის ინფორმაციით, კატალონიური კლუბი 30 წლის ნახევარმცველს 41 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვებს. თურქისთვის ლონდონის “არსენალი” იბრძვის.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს “ბარსელონამ” თურანი 34 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა.



