“ბარსელონას” მცველი, ხავიერ მასკერანო ზაფხულში კატალონიურ გუნდს არ დატოვებს. ესპანური პრესის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება “ბლაუგრანას” ახალმა მწვრნელმა, ერნესტო ვალვერდემ მიიღო.
53 წლის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ არგენტინელი მისი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით კვლავ საჭირო მოთამაშეა.
თავად ფეხბურთელმა წარსულში “ბარსელონაში” დარჩენის სურვილი გამოთქვა.



