კატალონიური Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” თურქ შემტევს, არდა თურანს, კარიერის ლონდონის “არსენალში” გაგრძელების შანსი კვლავ აქვს.
წყაროს ცნობით, ინგლისური გუნდი მზდააა 30 წლის ფეხბურთელში 25 მილიონი ევრო გადაიხადოს. “ბარსელონა” კი, სათანადო წინადადების არსებობის შემთხვევაში, თურქს შეელევა.
თურანი “ბარსელონაში” 2015 წლის ზაფხულში, “ატლეტიკოდან”, 41 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. კატალონიური გუნდის მაისურით მან 55 შეხვედრა ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა, საიდანაც 13 გასულ სეზონზე მოდის.



