მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლაპორტა: “არჩევნები ხვალ რომ იყოს, კენჭს ვიყრიდი”

ლაპორტა: “არჩევნები ხვალ რომ იყოს, კენჭს ვიყრიდი”

“ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი ხუან ლაპორტა, რომელიც მოქმედი ხელმძღვანელობის კრიტიკით გამოირჩევა, კატალონიური კლუბის სათავეში მის შესაძლო დაბრუნებაზე საუბრობს.

“ხელმძღვანელობა უნდა გადადგეს. როსელიც და ბართომეუც საგადასახადო დავებთან არიან დაკავშირებულნი და თუ მათ ღირსება აქვთ, უნდა წავიდნენ.

კლუბი ტყუილმა, მანიპულაციებმა და კორუფციამ მოიცვა. მოქმედი ხელმძღვანელობა იტყუება და მჯერა, რომ მათი გადადგომა აუცილებელია.

მესი? დარწმუნებული ვარ, ის მალე გაახანგრძლივებს. ის ამ კლუბში, ქალაქსა და ქვეყანაში ბედნიერია. მას წასვლის მიზეზი არ აქვს.

არჩევნები რომ ხვალ ან მომდევნო წელს იყოს, ჩემ კანდიდატურას დავაყენებდი, მაგრამ ვინაიდან 2021 წელსაა, არ ვიცი.

თავს საკმარისად ძლიერად და ენერგიულად ვგრძნობ იმისათვის, რომ კლუბში კვლავ ვიმუშავო.” – ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Esport3.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში