ავტორიტეტული აუდიტორული კომპანიის, KPMG-ს შეფასებით, კატალონიის “ბარსელონა” მსოფლიოში მე-3 ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბია.
ჰოლანდიური ორგანიზაციის კვლევის შედეგების მიხედვით, ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბი “მანჩესტერ იუნაიტედია”, რომელიც 3.186 მილიარდ ევროდაა შეფასებული. მე-2 ადგილზე “რეალია” 3.057 მილიარდით. “ბარსელონა” კი 2.8 მილიარდითაა შეფასებული.
შემდეგ მოდიან “ბაიერნი” (2.5 მილიარდი), “მანჩესტერ სიტი” (2.04), “არსენალი” (2.02), “ჩელსი” (1.7), “ლივერპული” (1.4), “იუვენტუსი” (1.3) და “ტოტენჰემი (1.04).



