“ბარსელონას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე კატალონიური გუნდის ლიდერზე, ლიონელ მესიზე საუბრობს და მის მიმართ საქებარ სიტყვებს კვლავ არ იშურებს.
“მესი ყველა ასპექტში უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელია. ძალიან გამიმართლა, რომ ლეოს საუკეთესო, ან ერთ-ერთ საუკეთესო ვერსიასთან მუშაობა მომიხდა.
მესი, უდავოდ, ნომერ პირველია. იმისათვის, რომ ამას მიაღწიო, შენი თამაშის ყველა ასპექტს უნდა აკონტროლებდე და ფიზიკურად ძლიერი იყო.
ლეო თავის მდგომარეობას თვალს ყურადღებით ადევნებს. მომავალში, მისგან კიდევ უფრო მეტს უნდა ველოდეთ.” – ციტირებს ენრიკეს სიტყვებს Goal.



