მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ენრიკე: “სპორტის შეცვლას არ გამოვრიცხავ”

ენრიკე: “სპორტის შეცვლას არ გამოვრიცხავ”

47 წლის ასტურიელი სპეციალისტი ლუის ენრიკე, რომელმაც “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბოლო თამაში შაბათს ჩაატარა, არ გამორიცხავს, რომ ძალები სხვა სპორტში მოსინჯოს.

“არ ვიცი, რას გავაკეთებ მომავალში. ყველაფრისთვის მზად ვარ. განვიხილავ ნებისმიერ ვარიანტს, მათ შორის, სპორტის შეცვლასაც კი.

“რეალთან” დაპირისპირება? ეს ნორმალურია. კონკურენცია უნდა არსებობდეს. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ფერებით ამაყობდე და მათ დასაცავად ყველაფერი გააკეთო.” – აცხადებს ლუჩო.

ცნობისთვის, ლუის ენრიკე მარათონების, ცურვისა და ველოსპორტის მოყვარულია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში