ესპანეთის სამეფო თასის ფინალში, “ბარსელონამ” “ვისენტე კალდერონზე” “ალავესი” 3:1 დაამარცხა და აღნიშნული ტიტული ზედიზედ მესამეჯერ მოიგო.
ქვეყნის სუპერ თასისთვის “ლურჯ-ბროწეულისფრები” მუდმივ ანტაგონისტს, მადრიდის “რეალს” შეებრძოლებიან. ზინედინ ზიდანის კოლექტივმა შიდა ჩემპიონატი მოგიო.
გასვლითი და საშინაო შეხვედრები ესპანურ გრანდებს შორის აგვისტოში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ “ელ კლასიკო” 30 ივლისს, მაიამიში, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ფარგლებშიც გაიმართება. ამხანაგური ტურნირი 2013 წელს დაარსდა.