2011 წლის 28 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სტადიონ “უემბლიზე” ერთმანეთს ხოსეპ გვარდიოლას “ბარსელონა” და ალექს ფერგიუსონის “მანჩესტერ იუნაიტედი” დაუპირისპირდნენ.
“ლურჯ-ბროწეულისფრებმა” ინგლისელი მეტოქე 3:1 დაამარცხეს და ჩემპიონთა ლიგის თასი კლუბის არსებობის ისტორიაში მეოთხეჯერ აღმართეს. “წითელ ეშმაკთა” კარი პედრომ, ლიონელ მესიმ და დავიდ ვილიამ დალაშქრეს. მანჩესტერელთა მხრიდან თავი უეინ რუნიმ გამოიჩინა.
შეუჩერებელი “ბარსელონას” ტრიუმფიდან ზუსტად 6 წელი გავიდა.
[media=https://www.youtube.com/watch?v=yx0zRBojZkg]



