ახლახანს დასრულდა ესპანეთის სამეფო თასის ფინალური შეხვედრა “ბარსელონასა” და “ალავესს” შორის, რომელიც კატალონიელთა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” უპირატესობით წარიმართა. მოედანზე “ბარსელონას” არგენტინელი ლიდერი, მესი დომინირებდა, რომელმაც ელეგანტურ გოლთან ერთად, თავი საოცრად დახვეწილი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. “ალავესის” კარი ლიონელმა, ნეიმარმა და პაკო ალკასერმა დალაშქრეს.
აღსანიშნავია, რომ ლუის ენრიკემ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის რანგში თავისი ბოლო შეხვედრა ჩაატარა. ასტურიელი სპეციალისტი მშობლიურ კლუბს მე-9 ტიტულით დაემშვიდობა. “ბლაუგრანას” ახალი თავკაცის ვინაობას ახლო მომავალში გავიგებთ.
[media=https://www.youtube.com/watch?v=h1C7nIgjKp4]



