მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე: “ლუის ენრიკე ტიტულით წასვლას იმსახურებს”

პიკე: “ლუის ენრიკე ტიტულით წასვლას იმსახურებს”

კატალონიური კლუბის ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე მიიჩნევს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე იმსახურებს “ბარსას” ტიტულით დაემშვიდობოს.

დღეს, “ბარსელონა”, ესპანეთის თასის ფინალში, “ალავესს” დაუპირისპირდება. ეს მატჩში, ლუის ენრიკესთვის, გუნდის მთავარი მწვრთნელის როლში, ბოლო იქნება.

“ლუის ენრიკე დიდ ფინალს იმსახურებს. ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ის იმსახურებს, რომ “ბარსელონადან” ტიტულით წავიდეს. მასთან ერთად 3 შესანიშნავი წელი გავატარეთ.

რაც შეეხება “ალავესს” – მეტოქეს კარგი შემტევი ფეხბურთელები ჰყავს, ასე რომ, დაცვაში ყურადღებით უნდა ვითამაშოთ.” – პიკეს ამ სიტყვებს “ბარსელონას” პრესცენტრი ავრცელებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში