“ბარსელონას” კარი დარაჯი იასპერ სილესენი იმედს გამოთქვამს, რომ დღეს, ესპანეთის თასის ფინალში, “ალავესის” წინააღმდეგ, სწორედ ის ითამაშებს და გუნდს მოგებაში დაეხმარება.
“მინდა, “ალავესის” წინააღმდეგ კვლავ ვითამაშო. “ბარსელონაში” ჩემი მოსვლიდან მალევე, ამ გუნდთან წავაგეთ. მინდა, მეორე შანსი მომეცეს.
მეტოქემ დაამტკიცა, რომ ორგანიზებული გუნდია. “ალავესის” ფეხბურთელები დიდ ზეწოლას განიცდიან, რადგან ეს მათი პირველი ფინალია და ეს მაშინ, როდესაც “ბარსელონას”, ამ მხრივ, დიდი გამოცდილება აქვს.
გვინდა მოვიგოთ, რათა ლუის ენრიკე ღირსეულად გავაცილოთ.” – სილესენის ამ სიტყვებს Marca ავრცელებს.



