2010 წლის შედეგების მიხედვით მადრიდის ”რეალის” ფორვარდი, კრისტიანუ რონალდუ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. მას მოსდევენ რუნი (”მანჩესტერ იუნაიტედი”) და მესი (”ბარსელონა”). რონალდუს ხელფასი გადასახადებამდე შეადგენს 12 მილიონ ევროს, რუნის 11,5 მილიონ ევროს, ხოლო ლიონელ მესი ანაზღაურების სახით ყოველწლიურად 11 მილიონ ევროს იღებს.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ათეული ასე გამოიყურება:
1. კრისტიანუ რონალდუ (მადრიდის ”რეალი”) – 12 მილიონი ევრო
2. რუნი (”მანჩესტერ იუნაიტედი”) – 11,5 მილიონი ევრო
3. ლიონელ მესი (”ბარსელონა”) – 11 მილიონი ევრო
4. იაია ტურე (”მანჩესტერ სიტი”) – 10,8 მილიონი ევრო
5. სამუელ ეტო’ო (მილანის ”ინტერი”) – 10,5 მილიონი ევრო
6. ბასტიან შვაინშტაიგერი (მიუხენის ”ბაიერნი”) – 9,7 მილიონი ევრო
7. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანის ”მილანი”) – 9 მილიონი ევრო
8. კაკა (მადრიდის ”რეალი”) – 9 მილიონი ევრო
9. ჯონ ტერი (”ჩელსი”) – 9 მილიონი ევრო
10. ემანუელ ადებაიორი (”მანჩესტერ სიტი”) – 9 მილიონი ევრო