workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის ენრიკე: “შესაძლოა, 10 ივლისს დავბრუნდე”

ლუის ენრიკე: “შესაძლოა, 10 ივლისს დავბრუნდე”

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე, “ალავესთან” დღეს გასამართი მატჩის წინ, კომენტარს აკეთებს და ხუმრობით აცხადებს, რომ შესაძლოა, კატალონიელებს მომდევნო სეზონშც მან უთავკაცოს.

“შესაძლოა, 10 ივლისს დავბრუნდე და სიურპრიზი მოგიწყოთ. ზოგიერთს, შესაძლოა, გულის შეტევა დაემართოს, მე კი ჯერ ახალგაზრდა ვარ. რატომ არ უნდა დავბრუნდე?

პრესა ამბობს, რომ აქ მუშაობის დროს დავბერდი. აი თქვენ კი, წონაში მოიმატეთ.

ესპანეთის თასის ფინალში ზედიზედ მესამედ გასვლით და მოგების შესაძლებლობით კმაყოფილი ვარ. საშუალება მაქვს, “ბარსელონაში” კიდევ ერთი ციკლი ტიტულით დავასრულო.

თუ კარგად ვითამაშებთ, მოგების მეტი შანსი გვექნება. ფიზიკურად და მორალურად ძლიერები ვართ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, როგორ ვიასპარეზოთ მსგავს შეხვედრებში. ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ.

“ალავესი” ძლიერი გუნდია, რომელსაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. მეტოქეს, გრძელი პასების გამო, უპირატესობა აქვს. შევეცდებით, გამოვიყენოთ ის ფაქტი, რომ “ალავესს” ფინალებში თამაშის გამოცდილება არ აქვს.

მთელი ეს პრესკონფერენცია ცირკს ჰგავს და არ ვაპირებ ვთქვა, ვინაა კლოუნი. აქ თავს არაკომფორტულად ვგრძნობ. ვცდილობდი, ჩემი ფეხბურთელები დამეცვა, რადგან ეს ჩემი სტილია და მას არ შევცვლი.” – განაცხადა ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward