“ბარსელონას” ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი, “რეალის” მიერ ესპანეთის ნანატრი ჩემპიონობის აღნიშვნის დროს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, როდესაც მადრიდული გუნდის გულშემატკივრებმა და ფეხბურთელებმა ჟერარ პიკეს შეურაცხყოფა მიაყენეს.
“გუნდი გამარჯვებას აღნიშნავდა, რა დროსაც ბევრი ემოცია იყო. თუმცა, პიკესადმი მიმართული “რეალის” ფეხბურთელების სიტყვები “ბარსელონას” სიდიადეზე მეტყველებს. ვფიქრობ, ბოლო წლებში, “ბარსელონა” ბევრ ევროპულ გუნდს აღემატებოდა და ნორმალურია, როდესაც კონკურენტები ასეთ ემოციებს განიცდიან. ეს ყველაფერი კი, მომდევნო სეზონისთვის, მოტივაციას გვმატებს.” – ციტირებს ხორვატი შუახაზელის სიტყვებს Onda Cero.


