“ბარსელონას” ესპანელი მარცხენა მცველი ჟორდი ალბა, ესპანეთის თასის ფინალის წინ, კომენტარს აკეთებს და მეტოქე გუნდს, “ალავესს” აქებს.
“ჩვენ ესპანეთის თასის მოგება დავიმსახურეთ თამაშის იმ ხარისხის გათვალისწინებით, რომელიც მიმდინარე სეზონში ვაჩვენეთ.
“ალავესი” ძალიან ძლიერი მეტოქეა, რომელიც ჩემპიონატშიც და თასზეც კარგად თამაშობს.
ეს ტურნირი, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის, მნიშვნელოვანია. აქ ყოველთვის უნიკალური ატმოსფეროა.
ბურთი უნდა ვაკონტროლოთ და შეტევაში წავიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგვიჭირდება.” – ალბას ამ სიტყვებს “ბარსელონას” პრესსამსახური ავრცელებს.