workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დინი “ინტერს” უახლოვდება

დინი “ინტერს” უახლოვდება

კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” ფრანგი მარცხენა მცველი ლუკა დინი მილანის “ინტერში” გადასვლასთან ახლოსაა.

“ნერაძური”, მომდევნო სეზონისთვის, შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს და მილანელების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ დინია.

დინი “ბარსელონაში” გასულ ზაფხულში, პსჟ-დან გადავიდა. მას ჟორდი ალბასთვის კონკურენცია უნდა გაეწია, მაგრამ ფრანგმა მარცხენაფლანგელმა ეს ვერ მოახერხა. 23 წლის ფეხბურთელმა, მონაწილეობა სულ 26 შეხვედრაში მიიღო და 1 გოლი გაიტანა.

გავრცელებული ინფორმაციით, დინმა “ინტერში” გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა და სათანადო წინადადების არსებობის შემთხვევაში, ფეხბურთელის გაშვებაზე უარს არც “ბარსელონა” იტყვის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward