მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გასპარი: “როგორც “ბარსელონას” პრეზიდენტი, რამოსს, კასილიასს ან რაულს გავიფორმებდი”

გასპარი: “როგორც “ბარსელონას” პრეზიდენტი, რამოსს, კასილიასს ან რაულს გავიფორმებდი”

“ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოან გასპარმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

“სერხიო რამოსმა კარგად იცის, თუ ვინ ვარ, მაგრამ მის სიტყვებში არ იყო ბოროტი განზრახვა. მე ეს არ მაწუხებს. პირიქით, ვულოცავ ლა ლიგის გამარჯვებულებს.

კასილიასი, ბუტრაგენიო, რაული, რამოსიც კი… ამ დიდებულ ფეხბურთელებს როგორც “ბარსელონას” პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტი, გავიფორმებდი.

შეიძლება, ერთხელაც რამოსი კარგი პრეზიდენტი გახდეს. ახლა ის ეჭვგარეშედ შესანიშნავი მოთამაშეა.

პიკემ თქვა, რომ კლუბის პრეზიდენტი გახდება. ფრანც ბეკენბაუერმა ეს გზა გაიარა, ასე რომ რატომაც არა?

ის აქტიურად უჭერს მხარს კლუბს და ამ როლს შესანიშნავად მოირგებდა.” – განაცხადა გასპარმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში