workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბართომეუ: “რეალს” უნდა მივულოცოთ”

ბართომეუ: “რეალს” უნდა მივულოცოთ”

კატალონიური კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ მადრიდის “რეალს” ესპანეთის ჩემპიონატის მოგებას ულოცავს და აცხადებს, რომ “ბლანკოსმა” ეს მიღწევა დაიმსახურა.

“ბარსელონამ” ჩემპიონს ცხოვრება გაურთულა. ეს ისაა, რაც უნდა გაგვეკეთებინა.

“რეალს” ჩემპიონობა უნდა მივულოცოთ. მადრიდელებმა ის გააკეთეს, რაც უნდა გაეკეთებინათ.

“ბარსელონამ” ძლიერ გუნდებს მოუგო, მაგრამ ქულები სხვა თამაშებში დაკარგა. ეს ამტკიცებს, რომ ლა ლიგა ძალიან კონკურენტუნარიანია და ნებისმიერი მეტოქე მზადაა იბრძოლოს.

თასის ფინალში “ალავესი” პრობლემებს შეგვიქმნის. ამ თამაშს ცივსისხლიანად უნდა მივუდგეთ.” – ბართომეუს ამ სიტყვებს Marca ავრცელებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward