როგორც იცით, გუშინ კატალონიის “ბარსელონამ” “მალაგას” უმასპინძლა და ანგარიშით 4:1 დაამარცხა. ამ მატჩში მონაწილეობა მიიღო “ბლაუგრანას” თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ, რომელსაც დებიუტი ჰქონდა თავისი ახალი ბუცებით.
მოედანზე მყოფი მაყურებელი გაკვირვებული დარჩა, როდესაც ელ გუახეს ფეხზე შავ-ყვითელ ფერებში შეკერილი ბუცი დაინახა. ვილიამ თავისი ახლად შეკერილი ნივთის სურათი ფეისბუკის გვერდზე დადო, რომელიც შემდეგ “მალაგას” კარის ორჯერ აღებაში დაეხმარა.
ეს არის ადიდასი F50, ახალი მოდელი, რომელზედაც ვილიამ შემდეგი კომენტარი გააკეთა:“გუშინ მე დებიუტი მქონდა ჩემი ახალი ბუცებით. სიმართლე გითხრათ ცუდი არ იყო, რადგან მე კიდევ ერთხელ შევძელი დუბლის შესრულება და კიდევ ერთხელ დავეხმარე კლუბს გამარჯვებაში.”
ერთი რამ ცხადია, ზოგიერთ მოთამაშეს, რომელიც ასეთი ფერის ბუცებით გადის არც თუ ისე კარგი დებიუტი ჰქონია, მაგრამ ვილიას შემტხვევაში ეს საუკეთესო იყო და იმანაც დაადასტურა, რომ მან 2 გოლი გაიტანა სერხიო ასენხოს კარში.