“რეალის” ყოფილმა ნახევარმცველმა, პედრო ლეონმა, რომელიც ამჟამად “ეიბარის” ღირსებას იცავს, განაცხადა, რომ მისი გუნდი დღევანდელ მატჩში გამარჯვებას გეგმავს.
“მალაგა”-“რეალის” შეხვედრას დიდ ყურადღებას უთმობენ, მაგრამ საკუთარი სამუშაოს შესრულებასა და “ბარსელონასთვის” ზიანის მიყენებას ჩვენც შევეცდებით. ისინი ფავორიტები არიან, თუმცა “ეიბარმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” 1 ქულა მოიპოვა და ამის გაკეთებას კოლექტივი “კამპ ნოუზეც” შეეცდება.
“რეალთან” ერთი სეზონი მაკავშირებს. მსურს “ბარსელონას” კარი ავიღო, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს “ბარსელონაა”. ამ სეზონში 10 გოლი გავიტანე და წარმატებული სვლის გაგრძელებას ვგეგმავ.
“ეიბარის” მიზანი ჩემპიონატის მე-8 ადგილზე დასრულებაა, რისთვისაც გამარჯვება გვჭირდება.“-ამბობს ლეონი.



