მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” კარასკოს აკვირდება

“ბარსელონა” კარასკოს აკვირდება

ესპანური პრესა იტყობინება, რომ “ბარსელონა” “ატლეტიკოს” ნახევარმცველით, იანიკ ფერეირა კარასკოთი დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლურჯ-ბროწეულისფრები” 23 წლის მოთამაშის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აკვირდებიან და მათ, შესაძლოა, ბელგიელსა და დიეგო სიმეონეს შორის არსებული მცირე უთანხმოებით ისარგებლონ.

თუ “ატლეტიკო” კარასკოს გაყიდვას გადაწყვეტს, “ბარსელონა” მისთვის ბრძოლაში ჩაერთვება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში