ბილბაოს “ატლეტიკის” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ “ბარსელონასთან” კონტრაქტის ყველა პირობა შეათანხმა, იტყობინება El Correo.
ხელშეკრულება 2 წელზე გაფორმდება. ადრე ვალვერდემ “ვალენსია”, “სევილია” და ინგლისური კლუბები უარით გაისტუმრა.
“ბარსელონა” ვალვერდეს დანიშვნას ოფიციალურად 29 მაისს გამოაცხადებს.
შეგახსენებთ, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ლუის ენრიკე სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს.



