ესპანეთის ანტიდოპინგური კომისია “ბარსელონას” სავარჯიშო სესიას დაესწრო.
კომისიის წარმომადგენლებმა ოთხი ფეხბურთელი – ჟორდი ალბა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, დენისი და ლუის სუარესი შეამოწმეს.
ორგანიზაცია მსგავს ტესტებს, ლა ლიგის კლუბებს შორის, წინასწარი გაფრთხილების გარეშე ატარებს.



