workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მალაგას” მცველი: “რეალს” ჩვენი დამარცხება შეუძლია”

“მალაგას” მცველი: “რეალს” ჩვენი დამარცხება შეუძლია”

“მალაგას” მცველი, მიგელ ტორესი დარწმუნებული არ არის, რომ თავისი გუნდი ლა ლიგის ბოლო ტურში მადრიდის “რეალს” დაამარცხებს.

“ვერ წარმომიდგენია, რომ “რეალთან” ჩვენი გამარჯვების წყალობით, “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონი გახდება. არ მინდა დაგვადანაშაულონ იმაში, რაც მოხდება.

“რეალს” ჩვენი დამარცხება შეუძლია. გვინდა, რომ როგორც პროფესიონალებმა პატივისცემა მოვიპოვოთ და ჩემპიონატი მაჟორულ ნოტაზე დავასრულოთ.“-ციტირებს ტორესის სიტყვებს Cadena Ser.

როგორც იცით, თუ “ბარსელონა” “ეიბართან” გაიმარჯვებს, ხოლო “რეალი” “მალაგასთან” დამარცხდება, კატალონიური გუნდი ჩემპიონი გახდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward