ესპანური პრესა იტყობინება, რომ “ბარსელონა” “ტოტენჰემის” ნახევარმცველით, მუსა სისოკოთი დაინტერესდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლურჯ-ბროწეულისფრები” 27 წლის ფეხბურთელს სერხიო ბუსკეტსის რეზერვისტად მოიაზრებენ.
“ტოტენჰემში” ფრანგის მდგომარეობის გათვალისწინებით, სავსებით რეალურია, რომ ის გუნდის დატოვების წინააღმდეგი არ იქნება.
როგორც იცით, ლონდონში მუსამ თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა. მიმდინარე სეზონში, სისოკომ “ტოტენჰემის” მაისურით 32 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.