მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“სელტას” პრეზიდენტი: “ბარსას” მიმართ სიმპათია არასდროს დამიმალავს”

“სელტას” პრეზიდენტი: “ბარსას” მიმართ სიმპათია არასდროს დამიმალავს”

ვიგოს “სელტას” პრეზიდენტი კარლოს მოურინიო “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის დამაიმედებელ განცხადებს ავრცელებს. მისი თქმით, ის ყოველთვის კატალონიური გუნდის გულშემატკივარი იყო, ეს კი იმის იმედს იძლევა, რომ მისი გუნდი, ხვალ გასამართ შეხვედრაში, “რეალს” არაფერს დაუთმობს.

“ძნელია, ადამიანმა შეიცვალოს გუნდი, რომელსაც ის გულშემატკივრობს. მე, ბავშვობიდან “სელტას” გულშემატკივარი ვარ და “ბარსელონას” მიმართ ჩემი სიმპათიები არასდროს დამიმალავს. თუმცა, ეს მხოლოდ სიმპათიაა და მეტი არაფერი.” – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს AS.

“სელტა” და “რეალი”, ესპანეთის ჩემპიონატის გადადებულ მატჩში, ერთმანეთს ხვალ, ვიგოში დაუპირისპირდებიან. მასპინძლების მოგების შემთხვევაში, ლა ლიგის მოგების მთავარი კანდიდატი “ბარსელონა” იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში