მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლოპეტეგი: “პიკესა და რამოსს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ”

ლოპეტეგი: “პიკესა და რამოსს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი აცხადებს, რომ “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალის” ცენტრალურ მცველებს, ჟერარ პიკესა და სერხიო რამოსს, ქვეყნის ეროვნულ გუნდში, ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.

ბოლო დროს, პიკე და რამოსი, სოციალური ქსელების საშუალებით, ერთმანეთს არაერთხელ დაუპირისპირდნენ. თუმცა, თუ ლოპეტეგის დავუჯერებთ, ამას ესპანეთის ნაკრებში მათ ურთიერთობაზე გავლენა არ მოუხდენია.

“მე ვერ გავაკონტროლებ იმას, თუ რა ხდება მოედანს მიღმა. მოედანზე კი, რამოსსა და პიკეს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.

ესპანეთის ნაკრებს შეკრული და მიზანდასახული გუნდი ჰყავს. ეს ჯანმრთელი და ბედნიერი გუნდია.” – ციტირებს ლოპეტეგის სიტყვებს RAC1.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში