“ბარსელონას” კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ ჯერ არ იცის, გაახანგრძლივებს თუ არა კლუბთან მოქმედ კონტრაქტს, რომელსაც ვადა 2018 წლის ზაფხულში გასდის.
“ამ ეტაპზე, ამ საკითხზე არ ვფიქრობ. “ბარსელონასთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს და ამ კლუბში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში.
მინდა, რომ მომდევნო სეზონი, როგოც ჩემთვის, ასევე გუნდისთვის, წარმატებული გამოდგეს. ახლა კი, მიმდინარე სეზონის მაჟორულ ნოტაზე დასრულებაზე უნდა ვიფიქროთ.” – ციტირებს ინიესტას სიტყვებს Sport.
