“ბარსელონას” გოლკიპერმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა კლუბში დარჩენის სურვილი გამოთქვა.
“მომწონს “ბარსელონას” პირველ ნომრად ყოფნა. ამიტომაც დავრჩი გუნდში. ეს არის საუკეთესო, რაც შეიძლება მომხდარიყო. მსურს დიდი ხანი დავრჩე.
დიდი კლუბების მეკარეები მატჩში ერთი-ორჯერ ერთვებიან თამაშში და ამისთვის 100%-ით მზად უნდა იყვნენ. ზოგჯერ გუნდისთვის დახმარების მხოლოდ ერთი შანსია.
მაშინაც კი, როცა ვმარცხდებით, გულშემატკივრები ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან და მხარს გვიჭერენ. სწორედ ამიტომ ვცდილობ მათთან ახლოს ვიყო.” – განაცხადა ტერ შტეგენმა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 25 წლის გერმანელმა “ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტი შეათანხმა, რომელიც 2022 წლამდე გაფორმდება.
