მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანეთში ამტკიცებენ, რომ დემბელემ “ბარსელონას” თავისი თავი შესთავაზა

ესპანეთში ამტკიცებენ, რომ დემბელემ “ბარსელონას” თავისი თავი შესთავაზა

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელმა, უსმან დემბელემ “ბარსელონას” თავისი თავი შესთავაზა, იტყობინება AS.

წყაროს ინფორმაციით, 2016 წლის ზაფხულში 19 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა კატალონიური კლუბის წინადადებაზე უარი თქვა და არჩევანი “ბორუსიას” სასარგებლოდ გააკეთა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ აზრი შეეცვალა. პოტენციური ტრანსფერის მთავარი პრობლემა, შესაძლოა, ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი გახდეს, რომელიც გასულ ზაფხულთან შედარებით გაიზარდა.

გერმანიის ჩემპიონატის 32 ტურის ჯამით, დემბელემ 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 12 შედეგიანი გადაცემა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში