“ბარსელონას” თავდამსხმელი, ნეიმარი, ლუის ენრიკეს ასისტენტთან, ხუან კარლოს უნსუესთან კონფლიქტის შემდეგ ძალიან აღელვებულია. ბრაზილიელი უნსუეს სიტყვებით იმდენად განრისხებული იყო, რომ კლუბის შეცვლაც არ გამორიცხა.
“თუ უნსუე “ბარსელონაში” დარჩება, მე კლუბს დავტოვებ.” – ციტირებს ნეიმარის სიტყვებს Mundo Deportivo.
თუმცა, კლუბში იმედოვნებენ, რომ ყველაფერი წარსულში დარჩა. შეგახსენებთ, რომ უნსუე “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთი მთავარი კანდიდატურაა.
