ესპანურმა მედიამ “ბარსელონასა” და ლიონელ მესის ახალი ხელშეკრულების ფინანსური დეტალები გაამხილა. ცნობილი გახდა, რომ ხელმოწერის ბონუსის სახით კლუბი არგენტინელ ვარსკვლავს 53 მილიონ ევროს გადაუხდის.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს თანხა უნდა გადაუხადოს მესიმ ესპანეთის ხაზინას 2010-2012 წლებში მომხდარი ფინანსური მაქინაციების გამო.
როგორც ჩანს, “ბარსელონამ” არგენტინელის ფინანსური ვალდებულებები საკუთარ თავზე აიღო.
