რამდენიმე დღის წინ, ლიონელ მესიმ Instagram-ის საშუალებით გაასაჯაროვა ფოტო, რომელზეც სხვადასხვა ფეხბურთელების მაისურებისგან შემდგარი მისი კოლექცია ჩანს. როგორც ირკვევა, არგენტინელი ვარსკვლავის კოლექციაში თავიანთი ადგილი აქვთ როგორც ლეგენდარულ, ასევე საშუალო დონის ფეხბურთელებს.
კატალონიურმა Sport-მა მესის მიერ გამოქვეყნებული სურათი გაშიფრა და დაადგინა, რომ ლეოს კოლექციაში შემდეგი ფეხბურთელების მაისურებია:
მარცხნიდან მარჯვნივ:
ფალკაო (ატლეტიკო”), დავიდ ლუისი (პსჟ), ბანეგა (სევილია), რული (სოსიედადი), ლეო ფრანკო (ატლეტიკო), რუბენ ვესო (ვალენსია), პაბლო პერესი (მალაგა), ლუის სუარესი (ბარსელონა), კუნ აგუერო (მანჩესტერ სიტი), დომინგესი (რუბინი), აიმარი (სარაგოსა), ლანცინი (ვესტ ჰემი), ფაბრეგასი (ბარსელონა), უსტარი (ხეტაფე), ხუანგრანი (ლევანტე), დი მარია (რეალი), ტოტი (რომა), პიკე (ბარსელონა), იაია ტურე (მანჩესტერ სიტი), ელ არაბი (გრანადა), ლამი (ბაიერნი), დანი ალვესი (ბარსელონა), დიეგო მილიტო (სარაგოსა), იკერ კასილიასი (რეალი), რამი (სევილია), ფერნანდინიო (მანჩესტერ სიტი), ანხელერი (მალაგა), რაული (რეალი), პარეხა (სევილია), კონსტანტი (მილანი), ჰალილოვიჩი (ხიხონი), სკალონი (ლაციო), ჩაბი პრიეტო (სოსიედადი), დინი (რომა), როდრიგო დე პაული (ვალენსია).
ზემოთ:
დეკუ (პორტუგალია), ნედვედი (იუვენტუსი), ფაბრეგასი (ესპანეთი), ანრი (საფრანგეთი)
ქვემოთ:
ხავი ფუეგო (ვალენსია), ბოილესენი (აიაქსი), მიკელ რიკო (ბილბაო), ლავესი (ნაპოლი), ჩარლზი (მალაგა), ვანხიონი (რივერი), დე ვინსენტი (აპოელ), რიდევალდი (აიაქსი), მატრი (მილანი), ლუკას ერნანდესი (ატლეტიკო), მარიო სერხიო (აპოელ).

პროცჰი 😀 რონალდო არ ჩასვა 😀
მაგარია ლეო რა!!!