მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ვალენსიას” ახალგაზრდა მცველი “ბარსელონაში” უფასოდ გადავა

“ვალენსიას” ახალგაზრდა მცველი “ბარსელონაში” უფასოდ გადავა

“ვალენსიას” 19 წლის ცენტრალური მცველი მარიანო კონიკი კარიერას “ბარსელონაში” განაგრძობს. ამ ინფორმაციას მადრიდული Marca ავრცელებს.

კონიკს “ვალენსიასთან” კონტრატი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

დედაქალაქური პრესის ცნობით, კონიკმა ახალი კლუბი უკვე იპოვა – ის “ბარსელონაში” ითამაშებს.

მოსალოდნელია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი პირველ გუნდში ბევრ სათამაშო დროს ვერ მიიღებს და მისი ტრანსფერი მომავალზე იქნება გათვლილი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში