workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი და ინიესტა წლის სპორტსმენის წოდებისთვის იბრძოლებენ

მესი და ინიესტა წლის სპორტსმენის წოდებისთვის იბრძოლებენ

კატალონიის “ბარსელონას” ორი ფეხბურთელი, ლიონელ მესი და ანდრეს ინიესტა ნომინირებულნი არიან ლაურეუსის წლის სპორტსმენის დაჯილდოვებაზე. ამ პრიზისათვის 6 სპორტსმენი იბრძოლებს, რომლებიც შერჩეულნი სპორტული ჟურნალისტების მიერ არიან. მესი მათ სიაში წინა სეზონში 47 გატანილი გოლის გამო მოხვდა, ხოლო ანდრეს ინიესტა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გადამწყვეტი გოლის გატანისათვის.

“ბლაუგრანას” ორ ფეხბურთელს კონკურენციას ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი, ფორმულა 1–ის ჩემპიონი სებასტიან ვეტელი, მოკრივე მანი პასკუიო და კალათბურთელი კობი ბრაიანტი გაუწევენ. გამარჯვებულს ლაურეუსის მსოფლიოს სპორტის აკადემია, 7 თებერვალს აბუ დაბიში გამოავლენს.

ლაურეუსის წლის გუნდის ჯილდოზე, ნომინირებულნი არიან: ესპანეთის ნაკრები, მილანის “ინტერი”, NBA-ის გამარჯვებული “ლოს ანჯელეს ლეიკერსი”, ფორმულა 1–ის რედ ბულის გუნდი, ევროპის “რაიდერ თასის გუნდი” და ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრები.

მესი ამ დაჯილდოვებაზე ადრეც იყო ნომინირებული, ხოლო ინიესტა პირველადაა. კატალონიის “ბარსელონამ” 2006 წელს, ლაურეუსის სულისკვეთება მოიპოვა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში