კატალონიურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “ბარსელონა” გუნდის თურქი შემტევი ნახევარმცველის, არდა თურანის შემცვლელს უკვე ეძებს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, 30 წლის ფეხბურთელის “ბარსელონადან” წასვლა თითქმის გადაწყვეტილია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ლუის ენრიკეს ფაქტორია – ასტურიელი, რომელმაც თურანი გუნდში მოიყვანა და რომელიც მას ნდობას უცხადებდა, “ბარსას” ზაფხულში ტოვებს.
თურანი “ბარსელონაში” 2015 წლის ზაფხულში გადავიდა, FIFA-ს შეზღუდვის გამო კი, კატალონიური გუნდის მაისურით თამაში 2016 წლის იანვარში დაიწყო. მიმდინარე სეზონის სტარტი, თურქისთვის, წარმატებული გამოდგა, მაგრამ საბოლოოდ, მან ლა ლიგის 18 შეხვედრაში მან მხოლოდ 3 გოლის გატანა მოახერხა.


