“ვილიარეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ფრან ესკრიბამ “ბარსელონას” მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
“ბარსელონა” ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ MSN. “ბლაუგრანას” მესი, სუარესი და ნეიმარი რომ არ ჰყავდეს, ის მაინც შესანიშნავი გუნდი იქნებოდა.“-ციტირებს ფრან ესკრიბას სიტყვებს Marca.
ლა ლიგის 36-ე ტურის მატჩში, “ვილიარეალისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება კატალონიელთა გამარჯვებით, 4:1 დასრულდა.
