“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს ასისტენტს, ხუან კარლოს უნსუეს “სელტაში” იწვევენ, იტყობინება Cadena SER.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ედუარდო ბერიცოს წასვლის შემდეგ უნსუეს კანდიდატურა გალისიური კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება.
უნსუე უკვე მუშაობდა “სელტაში” ენრიკეს დამხმარედ, 2013/14 სეზონში.
ადრე ცნობილი გახდა, რომ უნსუე “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის კანდიდატურათა რიცხვში შედის.
