“ბარსელონას” ოფიციალურ საიტზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლუბი მხარს უჭერს კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებას.
კლუბი ორგანიზაციებსა და პასუხისმგებელ პირებს ხელმოწერათა შეკრებაში დაეხმარება.
წარსულში, “ბლაუგრანას” ყოფილმა პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა განაცხადა, რომ კატალონიის მომავალი ესპანური ფეხბურთის სისტემაში “ბარსელონას” მდგომარეობაზე გავლენას არ მოახდენს.
