ლა ლიგის 36-ე ტურის მატჩში, “ბარსელონას” ფორვარდმა, ლიონელ მესიმ “ვილიარეალის” კარში ორი გოლი გაიტანა.
მიმდინარე სეზონში, 29 წლის არგენტინელი ტოპ-5 ჩემპიონატში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ყველა ტურნირზე საერთო ჯამში 50 გოლი გაიტანა (ამჟამად 51).
არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ერთ სეზონში 50 გოლის გატანა (საკლუბო დონეზე) თავის კარიერაში მეხუთეჯერ მოახერხა: 2010/11 – 53, 2011/12 – 72, 2012/13 – 60, 2014/15 – 58.
ესპანეთში ამის გაკეთება ლუის სუარესმა (1) და კრიშტიანუ რონალდუმაც (6) შეძლეს.
