მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერნანდესის აგენტი “ბარსას” ინტერესს ადასტურებს

ერნანდესის აგენტი “ბარსას” ინტერესს ადასტურებს

“ალავესის” მცველის, ტეო ერნანდესის აგენტმა, მანუელ გარსია კილონმა ტეოსადმი “ბარსელონასა” და “რეალის” ინტერესის შესახებ ისაუბრა. ესპანელის სატრანსფერო უფლებები ამჟამად, მადრიდის “ატლეტიკოს” ეკუთვნის.

“ტეო “ატლეტიკოს” ეკუთვნის და ჯერჯერობით, ჩვენ არავინ დაგვკავშირებია. რეგლამენტის ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთ. “რეალი” და “ბარსელონა” ჩემი კლიენტით არიან დაინტერესებულნი.

ორივე კლუბს ჰქონდა გარკვეული შემოთავაზება ტეოს ტრანსფერთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერ ჩვენ არაფერი გადაგვიწყვეტია და ხელი არაფერზე მოგვიწერია. არჩევანს თავად ერნანდესი გააკეთებს.”-განაცხადა აგენტმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში