“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ “ვილიარეალთან” მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
“რეალი” ჩემპიონთა ლიგის ფინალთან ახლოსაა, ეს კი მადრიდული გუნდის მაღალ დონეზე მიუთითებს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ამ ტურნირზე ნაჩვენებ თამაშს ბრმად არ უნდა ვენდოთ. საჭიროა იმის გათვალისწინება, თუ ვინ იგებს ლა ლიგის ტიტულს ყველაზე ხშირად ბოლო წლებში.
ფოკუსირებას ვახდენ იმაზე, რისი გაკონტროლებაც შეგვიძლია. გასაგებია, რომ არსებობენ მარადიული მეტოქეები, მაგრამ კონცენტრაცია საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე უნდა მოვახდინოთ.
მსგავსი ისტორია ყოველი სეზონის ბოლოს მეორდება, ზეწოლას გავუმკლავდებით. ზოგჯერ ვლიდერობთ, ზოგჯერ კი ვცდილობთ მეტოქეს გავუთანაბრდეთ.
ასევე, ვფიქრობ მეტოქის შესაძლებლობებზეც. “ვილიარეალი” ორგანიზებული გუნდია, რომელიც თავს კარგად იცავს. მათი სტატისტიკისა და თამაშის სტილის გათვალისწინებით, ეს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო კოლექტივია.
ყველაზე რთული მატჩი გველის, ამიტომ ჯერჯერობით, მხოლოდ მის მსვლელობაზე შეგვიძლია გავლენის მოხდენა. სირთულეები მათ ექმნებათ, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ ასპარეზობს.
“ვილიარეალთან” გამართულ ბოლო მატჩში მოგება დავიმსახურეთ. ისინი კონტრშეტევებზე თამაშისას მაქსიმალურად დაიხარჯნენ, ჩვენ კი შექმნილი მომენტები ვერ გამოვიყენეთ.”-თქვა ენრიკემ.



